გამგებლის ცვლილება ბაღდათის მუნიციპალიტეტში
2013-03-18 გამგებელმა დავით ტაბეშაძემ 2013 წლის 1 თებერვალს დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. 4 თებერვალს საკრებულომ დააკმაყოფილა გამგებლის განცხადება. 7 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა საკონკურსო კომისიის დებულება და შემადგენლობა. 27 თებერვლამდე ხდებოდა გამგებლის თანამდებობის დაკავების მსურველთა განცხადებების მიღება და საბოლოოდ, შერჩეულ იქნა მევლუდ კიკნაველიძის კანდიდატურა. 18 მარტის სხდომაზე დამსწრე 18 წევრიდან ერთხმად მოხდა ახალი გამგებლის არჩევა. მევლუდ კიკნაველიძე არც ერთი პარტიის წევრი არაა.
2013-02-01 ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან (2013 წლის 1 თებერვალი). საიას წარმომადგენლებს საკრებულოს აპარატმა ოფიციალური წერილით აცნობა, რომ გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადდება კონკურსი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე