გამგებლის ცვლილება ახალციხის მუნიციპალიტეტში
2013-03-06 6 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ბესიკ ხითარიშვილს, თანამდებობაზე ყოფნის 3 თვიანი ვადა ამოეწურა. გამგებლის მოვალეობის შესრულება დროებით მის მოადგილეს თამარ გოგოლაძეს დაეკისრა. 11 მარტიდან კი საკრებულოს თავმჯდომარემ გამგებლის მოვალეობის ახალ შემსრულებელად "ახალციხის ციხის" დირექტორი ბესიკ ბლიაძე წარადგინა. იგი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით 24-ით ერთის წინააღმდეგ აირჩია.
2012-12-07 22 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე თანამდებობიდან გადადგა. საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილის თქმით, გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი მათ შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა იყო. 7 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე 3 თვის ვადით გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნა ბესიკ ხითარიშვილი. სხდომაზე დამსწრე 24 დეპუტატიდან ფარული კენჭისყრით ხითარიშვილს მხარი საკრებულოს 16-მა წევრმა დაუჭირა.
2012-11-22 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა დემეტრაძემ 2012 წლის 22 ნოემბერს მიმართა საკრებულოს მისი თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. საკრებულოს სხდომაზე დაკმაყოფილდა გელა დემეტრაძის განცხადება. საკრებულოს იმავე სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დროებით მოვალეობის შემსრულებლად 3 თვის ვადით ბესიკ ხითარიშვილის დანიშვნის თაობაზე მიიღეს გადაწყეტილება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე