გამგებლის ცვლილება ლენტეხის მუნიციპალიტეტში
2013-01-19 ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რომან მუკბანიანმა 2012 წლის 22 ნოემბერს დატოვა დაკავებული თანამდებობა. 2012 წლის 22 ნოემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მუკბანიანი სოსო.
2013 წლის 19 იანვარს კონკურსის წესით დაინიშნა ახალი გამგებელი ზაზა ლიპარტელიანი. ამას წინ უძღოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე საკრებულოს თავმჯდომარისათვის გამგებლის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა (საკრებულოს 2013 წლის 1-ლი თებერვლის განკარგულება #-15).
2012-11-21 21 ნოემბერს ლენტეხის გამგებელმა, რომან მუკბანიანმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. რომან მუკბანიანის განცხადებით, არ სურდა უხერხულობა შეექმნა უმრავლესობით მოსული ახალი პარლამენტისა და მთავრობისთვის, ამიტომ საკუთარი გადაწყვეტილება ლოგიკურად მიიჩნია.მეორე დღესვე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი - სოსო მუკბანიანი.
19 იანვარს ლენტეხის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე 76 მსურველიდან საკრებულოს 3 კანდიდატი - ზაზა ლიპარტელიანი, მურმან ნემსაძე და მანანა ტვილდიანი წარუდგინა. 30 იანვარს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ქართული ოცნების“ წევრის - ზაზა ლიპარტელიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. 2 თებერვალს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დილის 9 საათიდან მოსახლეობის ის ნაწილი შეიკრიბა, რომლებიც გამგებლის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა ლიპარტელიანს უჭერდა მხარს. საკრებულოს სხდომას ათი დეპუტატი დაესწრო და ათივემ ერთხმად ზაზა ლიპარტელიანს დაუჭირა მხარი.