საპროტესტო აქცია ფოთის მერის დანიშვნასთან დაკავშირებით
2012-10-31 31 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ფოთის მერიის წინ აქცია გამართეს. ისინი მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის დანიშნვას ითხოვდნენ. აქციის პარალელურად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულომ უნდა გაითვალისწინოს ხალხის ნება და კონკურსი გამოაცხადოს, რათა ყველას მიეცეს მონაწილეობის უფლება. 12 ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო საღინაძის განცხადებით, ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე აქცია, საკრებულოზე განხორციელებული ზეწოლაა.