„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ფოთის საკრებულოს შენობაში შეჭრა
2012-12-17 17 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფოთის საკრებულოს შენობაში შეიჭრნენ და საკრებულოს სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, ჩაშალეს. აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დანიშვნას ითხოვდნენ. საკრებულოს უმრავლესობა კი თავმჯდომარის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით ბაბილუას კანდიდატურის დამტკიცებას გეგმავდა, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა თქმით, მათი გაღიზიანების საფუძველი გახდა. სიტყვიერი დაპირისპირებისა და შეხლა-შემოხლის შედეგად სხდომა გადაიდო. მოსახლეობის ნაწილმა საკრებულოს შენობა არ დატოვა იმის შიშით, რომ ფარულად არ ჩაეტარებინათ სხდომა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან მათზე განხორციელდა ზეწოლა და პოლიციაც კი გამოიძახეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე