ზესტაფონის ყოფილი გამგებლის კახა გეწაძის დაკავება
2012-11-29 29 ნოემბერს ზესტაფონის ყოფილი გამგებელი, კახა გეწაძე პროკურატურამ დააკავა. გეწაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის III ნაწილით, 118 -ე მუხლის III-ე ნაწილითა და 187 -ე მუხლის I ნაწილით წარედგინა. გამოძიება „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის", „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა" და „სხვისი ნივთის დაზიანების" გამო ედავება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად 20 000 ლარი გირაო შეუფარდა.