საპროტესტო აქცია გამგებლის პირადი ქონების შემოწმების მოთხოვნით
2012-12-03 3-4 დეკემბერს გამგეობის ფინანსური დოკუმენტაციისა და გამგებლის პირადი ქონების შემოწმების მოთხოვნით, წალკის მოსახლეობამ საპროტესტო აქციები განაახლა. მათ მუნიციპალიტეტის გამგებელი სახელმწიფოს კუთვნილი 1500 ჰა მიწის მითვისებასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. ცქიტიშვილმა აქციის მონაწილეების ბრალდებები უარყო და ხელისუფლება თვითმმართველ ორგანოებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ის ფინანსური შემოწმების წინააღმდეგი არაა, მაგრამ მუდმივი აქციების და ზეწოლის პირობებში მისი ამ თანამდებობებზე დარჩენა უკვე შეუძლებელია.