გამგებლის ცვლილება წალკაში
2013-02-27 6 დეკემბერს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მიხეილ ცქიტიშვილმა, რაიონში არსებული დაძაბული სიტუაციის გამო, გადადგომის განცხადებით საკრებულოს მიმართა, რომელიც ამ უკანასკნელმა დააკმაყოფილა. გამგებლის მოვალეობას დროებით მოადგილე ოთარ ხუთიაშვილი ასრულებდა. 27 თებერვალს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლად ჯონი საბაძის დანიშვნას საკრებულოს სხდომაზე 30 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი თავი შეიკავა. საბაძის დანიშვნას პროტესტი მოჰყვა. “ქართული ოცნების” აქტივისტების ერთი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა მის კანდიდატურას, ხოლო მეორე მხარდაჭერას უცხადებდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე