საპროტესტო აქცია წალკის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით
2012-12-14 14 დეკემბერს საკრებულოს შენობის წინ, ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაჩიტიძის, გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობაში შეიჭრნენ. წალკის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაჩიტიძის განცხადებით, იგი თანამდებობას მანამდე არ დატოვებს, სანამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალკის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ფინანსურ მონიტორინგს არ დაასრულებს.