გამგებლის ცვლილება ცაგერში
2012-11-22 მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბეჟან ღურჭუმელიძემ არჩევნების შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. 22 ნოემბერს ცაგერის საკრებულომ „ქართული ოცნების“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, მამუკა ჩაჩხიანი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დაამტკიცა. კანდიდატს მხარი ფრაქცია ''ქართული ოცნება რესპუბლიკელებმა'' და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბელა საღინაძემ არ დაუჭირა. როგორც ბელა საღინაძემ აღნიშნა, მამუკა ჩაჩხიანის კანდიდატურა კოალიციაში შემავალ პარტიებთან არ იყო შეთანხმებული და ამდენად, მისთვის მიუღებელია აღნიშნული პიროვნების გამგებლად დანიშვნა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე