საკადრო ცვლილებები ხულოს მინიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში და გამგეობაში
2013-07-31 მაისში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 4 საჯარო მოხელე. კერძოდ, გამგებლის ორი მოადგილე, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. ყველა მათგანი გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. ტერიტორიული ორგანოებიდან გათავისუფლდა 5 რწმუნებული და 6 წამყვანი სპეციალისტი ასევე პირადი განცხადებით.
ხულოში 1 ოქტომბრიდან 31 იანვრის ჩათვლით გამგეობიდან 5 სპეციალისტი გათავისუფლდა, მათ შორის 4 პირადი განცხადებით. საკრებულომ 2013 წლის 25 იანვარს პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა არა სამეწარმეო იურიდიული პირის „ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორი და ვაკანსიაზე გამოცხადდა კონკურსი.
2013-02-28 12 მარტს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 2 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. ერთ ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იმავე დღეს დანიშნეს, ხოლო მეორე რწმუნებული მომდევნო დღეს.
როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა კახა დეკანაძემ ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან განაცხადა, ახალმა გამგებელმა გურამ ხოზრევანიძემ თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში გამგეობის ყველა სამსახურის ხელმძღვანელსა და მათ მოადგილეებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა. განცხადება შვიდმა ხელმძღვანელმა და გამგებლის ორმა მოადგილემ დაწერა. ერთ-ერთი მოადგილე სხვა სამსახურში გადასვლის გამო მაისში გათავისუფლდა. კახა დეკანაძის თქმით, თარიღდაუსმელი გათავისუფლების განცხადებები გამგეობის აპარატში ინახება.
2013-02-28 2013 წლის 05 თებერვლის მდგომარეობით, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან არავინ გაუთავისუფლებიათ. დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს 2 საჯარო მოხელე.
გამგეობის აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპარალამენტო არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა ექვსი საჯარო მოხელე. აღნიშნული გათავისუფლებების ფაქტობრივი საფუძველი ოთხ შემთხვევაში გახლდათ პირადი ინიციატივა, ხოლო დარჩენილი ორი შემთხვევიდან ერთი გარდაცვალება, ხოლო ერთი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გამგეობაში დაინიშნა 8 საჯარო მოხელე, კონკურსის გარეშე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად. რაც შეეხება საკრებულოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებს , დაინიშნა 4 მოხელე, დანიშნულ იქნენ კონკურსის წესით.