საკადრო ცვლილებები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 მარტსა და აპრილში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გათავისუფლდა 2 თანამშრომელი: კობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და სნოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. გათავისუფლების მიზეზი დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შეუსრულებლობა გახდა.
2013-02-28 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ასევე გაათავისუფლეს 12 პირი: გამგებლის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და სპეციალისტები. კოორდინატორის ინფორმაციით, აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ წინა საარჩევნო პერიოდში ნაციონალების სასარგებლოდ, მაგრამ განთავისუფლების მიზეზს ასახელებენ უდისციპლინობას. ახალი თანამშრომლების აყვანა მოხდა პარტიული ნიშნით“ქართული ოცნებიდან“.
თებერვალში გამგეობიდან გათავისუფლდა ოთხი პირი: რწმუნებული, ორი სამსახურის უფროსი და საინფორმაციო განყოფილების უფროსი.
2013-02-28 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებიდან 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან გათავისუფლდა 13 თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დაინიშნა 9 თანამშრომელი, ყველა მათგანი არის მოვალეობის შემსრულებელი და კონკურსის გარეშე დანიშნული(მათ შორის: გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ყავს დანიშნული ორი მოადგილე (ორივე მოვალეობის შემსრულებლად)).