საკადრო ცვლილებები მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-02-28 მცხეთის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 19 ნოემბრიდან 2012 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ტერიტორიული ორგასნოს 20 რწმუნებულმა.
2012 წლის 1 ოქტომბრიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში დაინიშნა 63 პირი. მათ შორის 48 პირი დაინიშნა გამოსაცდელი ვადით. (არცერთი მათგანი არ არის მოვალეობის შემსრულებელი).
2013-02-28 მცხეთის გამგეობიდან 2 თანამშრომელი და 22 რწმუნებული გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. რწმუნებულების, თქმით განცხადებების დაწერა მოხდა მას შემდეგ, რაც გამგებელმა დაიბარა და თათბირის დროს მოუწოდა ყველას მოქცეულიყვნენ წესისამებრ. არცერთი რწმუნებული არ აპროტესტებს ზემოთ აღნიშნულს.
მართალია, საკადრო ცვლილებები არ ყოფილა თებერვალში, მაგრამ მოხდა თანამშრომლების დამატება ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაინიშნენ. გამგებლის თქმით, ეს დროებითია და უახლოეს მომავალში მოხდება ტესტირება, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში დარჩება იმდენი თანამშრომელი რამდენიც საჭიროა.