საკადრო ცვლილებები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-05-31 მარტში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 3 სოფლის რწმუნებული და ტერიტორიული ორგანოს 4 სპეციალისტი. რწმუნებულები სამივე სოფელში იმავე დღეს დაინიშნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლებში პრაიმერი ჩატარდა, რის შედეგადაც ახალი რწმუნებულების არჩევა მოხდა.
აპრილში გამგეობიდან დამატებით 16 თანამშრომელი გათავისუფლდა.პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 4 რწმუნებული. ახალი რწმუნებულების არჩევა პრაიმერის შედეგად მოხდა. ასევე გათავისუფლდა ტერიტორიული ორგანოს 6 სპეციალისტი, გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის უფროსი და მთავარი სპეციალისტი, ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე სამსახურის 1 თანამშრომელი.
2013-05-31 მაისში გამგეობიდან 5 თანამშრომელი გათავისუფლდა. შტატების შემცირების და ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა გამგებლის მოადგილე, მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლები და სამსხურის უფროსი. მამათის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის გამო გაათავისუფლეს.
მაისში დაინიშნა ნიგოითის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ჩატარებული პრაიმერით და ის ,,ქართული ოცნების“ აქტივისტია.
2013-02-28 საიას მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 26 თებერვლის ჩათვლით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 7 საჯარო მოსამსახურე (ყველა საკუთარი ინიციატივით).
საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით 1 ოქტომბრიდან 26 თებრვლამდე დაინიშნა 9 თანამდებობის პირი, ყველა მათგანი როგორც მოვალეობის შემსრულებელი. შესაბამისად, კონკურსის წესით არცერთი არ ყოფილა არჩეული. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ პირად საუბარში თქვა: „მინდა უახლოეს პერიოდში, აპრილიდან მაინც, ჩავატარო კონკურსი პირთა თანამდებობებზე დასანიშნად“.