საკადრო ცვლილებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-02-28 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 36 ადამიანი გათავისუფლებულია პირადი განცხადების საფუძველზე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 36 ადამიანი. კონკურსი არ ჩატარებულა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 4 ადამიანი.
2013-02-28 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულია 19 თანამშრომელი: განყოფილების უფროსები და სპეციალისტები, ხოლო საკრებულოდან განყოფილების უფროსი და სპეციალისტი. ასევე თანამდებობა დატოვა 13 რწმუნებულმა. 3 დეკემბერს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა დამის ნაცვლად დროებით დაინიშნა მოვალეობის შემსრულებელი. თებერვალში გამგეობიდან დამატებით გათავისუფლდა 3 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრიდან გათავისუფლებულ იქნა 9 თანამშრომელი: დირექტორი, აღმზრდელის თანაშემწე, სამი დამლაგებელი, მძღოლი, დარაჯი და ორი სპეციალისტი. ყველა მათგანი გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ხოლო ახალი თანამშრომლების აყვანა მოხდა პარტიული და ნათესაური კავშირებით.
2013-02-28 "სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი შეხვდა სააღმზრდელო ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს, რომელმაც ისაუბრა იმაზე თუ როგორ დააწერინეს განცხადება გათავისუფლების შესახებ. 7 თებერვალს დაწერა განცხადება „გთხოვთ გამათავისუფლოთ სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძველზე“, ერთ კვირაში მას დაურეკა გამგებლის მოადგილემ და უთხრა, რომ განცხადების არსი შეეცვალა და დაეწერა „გთხოვთ გამათავისუფლოთ სამსახურიდან ოჯახური პირობების გამო“, რასაც იგი არ დაეთანხმა და მეორედ დაწერილ განცხადებაში მიუთითა მხოლოდ გათავისუფლების მოთხოვნა. როგორც კოორდინატორთან საუბარში აღნიშნა მას არ სურდა საკუთარი სურვილით სამსახურის დატოვება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე