საკადრო ცვლილებები სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-02-28 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლებულია 78 ადამიანი, აქედან 42 ადამიანი პირადი განცხადების საფუძველზე( მათ შორისაა 10 რწმუნებული). 36 ადამიანი გამგებლის ბრძანების საფუძველზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 94-ე მუხლის თანახმად( გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო).
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 38 ადამიანი. მიღებული ინფორმაციით საკონკურსო-საატესტაციო კომისია არ არის შექმნილი და შესაბამისად არ არსებობს დოკუმენტი კონკურსის გამოცხადების შესახებ.
2013-02-28 სიღნაღის საკრებულოდან და გამგეობიდან გათავისუფლებულია 92 თანამშრომელი. გამგეობიდან პირადი განცხადებით 42 თანამშრომელია დათხოვილი, მათ შორის 10 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. გამგებლის ბრძანებით ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო კი 36 პირია დათხოვილი.
მუნიციპალიტეტის აა(ი)პ სიღნაღის დაწყებითი აღზრდის სამსახურიდან გათავისუფლდა ორი თანამშრომელი, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო.