საკადრო ცვლილებები სიღნაღის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 მარტში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა საკრებულოს 2 თანამშრომელი: მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების მთავარი სპეციალისტი და ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციისა და ანალიზის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. აპრილში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამსახურიდან გათავისუფლდა 3 თანამშრომელი: მედდა, შტატგარეშე მძღოლი და ბაღის გამგე. ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან კი გათავისუფლდნენ მაშნაარის ბაღის ძიძა და ორი მეთოდისტი. ბიბლიოთეკებიდან კი გათავისუფლდა წნორის 4 ბიბლიოთეკარი და ბოდბის ბიბლიოთეკარი.
2013-02-28 სიღნაღის საკრებულოდან და გამგეობიდან გათავისუფლებულია 92 თანამშრომელი. საკრებულოს აპარატიდან 4 თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, 7 შტატგარეშე მოსამსახურე კი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. გათავისუფლებულთა გარკვეული ნაწილი გადაყვანილია სხვა სამსახურებში. 25 თებერვალს გათავისუფლდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი. საფუძველი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც გულისხმობს ,,თვითნებურად (5დღეზე მეტი ხნით) სამსახურის მიტოვებას“. გათავისუფლებული პირი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
2013-02-14 სიღნაღის მუნიციპალიტერის საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლებულია 11 ადამიანი, აქედან 4 ადამიანი პირადი განცხადების საფუძველზე, 7 ადამიანი სამსახურის ვადის გასვლის გამო. სიღნაღის მუნიციპალიტერის საკრებულოში მოვალეობის შემსრულებლად მიღებულია 3 ადამიანი, 6 თანამშრომელი კი შტატგარეშე მოსამსახურედ. კონკურსი არ ჩატარებულა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-დან გათავისუფლებულია 14 ადამიანი, აქედან 7 თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე. 7 - შრომითი ხელშეკრულების მოშლის გამო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე