საკადრო ცვლილებები ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-07-30 ახმეტაში თებერვალში დამატებით 24 თანამშრომელი იქნა დათხოვილი პირადი განცხადების საფუძველზე. ესენია: ორი სამსახურის უფროსი, გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები და ორი სოფლისრწმუნებული. მუნიციპალიტეტში სულ 283 პირია დათხოვილი.
2013-05-31 პირადი განცხადების საფუძველზე გამგეობიდან გათავისუფლდა მძღოლი და დუისის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი. აპრილში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სოფელ კასრის წყლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. მაისში გათავისუფლდა ქისტაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი და ახმეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. ახმეტის საკრებულომ დაამტკიცა ადგლობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება.
2013-02-28 ახმეტის გამგეობიდან პირადი განცხადებით 27 თანამშრომელი გათავისუფლდა, ძირითადად, გამგებლის მოადგილეები, სპეციალისტები, სამსახურის უფროსები და ტერიტორიული ორგანოს 7 რწმუნებული. დისციპლინარული გადაცდომისთვის 2013 წლიდან გამგეობიდან გათავისუფლებულ იქნა 5 თანამშრომელი: გამგეობის სპეციალისტები და ახმეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. ოპტიმიზაცია განხორციელდა ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, რის შედეგად არსებული 538 თანამშრომლიდან მხოლოდ 333 დასაქმდა, 205 კი გათავისუფლდა.
2013-02-28 ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლებულია 57 ადამიანი, აქედან 37 ადამიანი საკუთარი განცხადების საფუძველზე , 20 - შტატების შემცირების საფუძველზე. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია 38 თანამშრომელი. კონკურსი არ ჩატარებლა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე