საკადრო ცვლილებები ბოლნისის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 მარტში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ტერიტორიული ორგანოს 9 რწმუნებული და 14 ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი.
2013-02-28 ბოლნისის გამგეობიდან თებერვლის თვეში გათავისუფლებული იქნა 8 თანამშრომელი. გამგებლის მოადგილე და ორი თანაშემწე, სამსახურის უფროსები და ააიპ. ბოლნისის კულტურის ცენტრის უფროსი. საანგარიშო პერიოდში დაწერეს განცხადებები ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა და სპეციალისტებმა. კოორდიანტორთან საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ განცხადებების დაწერა მოსთხოვეს, თუმცა ჯერ არცერთი პირადი განცხადება არ დაუკმაყოფილებიათ. კოორდინატორის ინფორმაციით, ყოველდღე რიგები დგას გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტებთან დასაქმების მოთხოვნით.
2013-02-28 ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან არავინ არ გათავისუფლებულა, მხოლოდ გათავისუფლდა ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი პირადი განცხადების საფუძველზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დაინიშნა 6 თანამშრომელი, ერთი თანამშრომელი გადაყვანილი იქნა სხვა თანამდებობაზე. ააიპ -ში დაინიშნა 3 თანამშრომელი, 2 გადაყვანილი იქნა სხვა თანამდებობაზე. ზემოაღნიშნული პირთაგან ყველა დაინიშნა კონკურსის გარეშე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად. გამგეობიდან გათავისუფლდა 7 თანამშრომელი აქედან ექვსი გადაყვანილი იქნა სხვა თანამდებობაზე. გამგეობაში დაინიშნა 11 თანამშრომელი აქედან 9 დაინიშნა დროებითი მოვალეობის შემსრულებად 2 თანამშრომელი დაინიშნა გამოსაცდელი ვადით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე