საკადრო ცვლილებები თვითმმათველ ქალაქ რუსთავის საკრებულოს აპარატსა და მერიაში
2013-05-31 მაისის თვეში მერიის აპარატიდან გათავისუფლდა 4 თანამშრომელი, ხოლო მოკლევადიანი ხელშეკრულებით მიიღეს 2 შტატგარეშე თანამშრომელი; საკრებულოში კი აყვანილი იქნა 3 შტატგარეშე თანამშრომელი.
2013-02-28 რუსთავის საკრებულოდან 2 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. აქედან, ერთი სხვა სამსახურში გადავიდა, ხოლო მეორე საზღვარგარეთ წავიდა. მერიაში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული არის 6 თანამშრომელი, 4 სხვა სამსახურში გადავიდა, ხოლო დისციპლინური გადაცდომისთვის გათავისუფლებულია 1 საჯარო მოხელე. ახალი თანამშრომლების აყვანა მოხდა კონკურსის წესით.
2013-02-28 თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს აპარატში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩევამდე 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლის პერიოდით დაინიშნა 1 საჯარო მოსამსახურე.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს აპარატიდან 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გათავისუფლდა 2 საჯარო მოსამსახურე პირადი განცხადების საფუძველზე.