საკადრო ცვლილებები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-05-31 გათავისუფლდა გამგეობის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი. გამგეობის 6 სამსახურში დანიშნულ იქნა უფროსის მოვალეობის შემსრულებლები: ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური და კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური. ასევე დაინიშნა სოფელ ნაკიანის რწმუნებული. ყოფილმა რწმუმებულმა თანამდებობა თებერვალში დატოვა. ახალი რწმუნებული ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.
2013-02-28 ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის ცვლილების შემდეგ გათავისუფლდა საკრებულოს აპარატის უფროსი, ხოლო გამგეობაში გათავისუფლებული არიან გამგებლის სამი მოადგილე და 4 სამსახურის უფროსი. მათ ნაცვლად დაინიშნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები. 18 თებერვალს გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა. აღნიშნულ თანამდებობაზე, დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, იმავე დღეს დაინიშნა კოალიცია “ქართული ოცნების“ აქტივისტი. 28 იანვარს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დაწერა განხადება გათავისუფლების შესახებ და დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი.
2013-02-28 ჩხოროწყუს საკრებულო შედგება 23 წევრისაგან არჩევნებამდე იყო ორი ფრაქცია. ამ დროისთვისმათი რიცხვი გაიზარდა ექვსამდე. ესენია: „ქართული ოცნება ჩხოროწყუ“ -3 წევრი;-, “ჩემი ჩხოროწყუ“ - 3 წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 6 წევრი, „ეროვნულები“ -3 წევრი, „მაჟორიტარები“ 3 წევრი და „ ლიბერალები“ 3 წევრი.
2013-02-28 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გათავისუფლდა 1 ადამიანი - საკრებულოს აპარატის უფროსი გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. დაინიშნა 2 პირი. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 6 თანამშრომელი. 4 მათგანი პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო და გამგეობის მძღოლი - კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინიშნა 16 თანამშრომელი. საჯარო მოხელის თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა არ ყოფილა გამოყენებული.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე