საკადრო ცვლილებები აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-02-28 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში გათავისუფლდა 2 პირი. დაინიშნა 5 საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს აპარატში თამშრომლები მიიღეს დროებით მოვალეობის შემსრულებლებად. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გათავისუფლდა 3 მოხელე, დაინიშნა 3 (2 მათგანი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გამგებლის შერჩევა კონკურსის წესით მოხდა).
2013-02-28 გამგეობაში დაინიშნენ გამგებლის სამი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. გამგებლის ყოფილი მოადგილე გადაყვანილია მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახადების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. ერთ-ერთი ყოფილი მოადგილე დაინიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, სოფლის მეურნეობის სამსახურის ყოფილი უფროსი კი დაინიშნა ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ინვესტიციების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, აღნიშნული სამსახურის ფუნქციები სამად გაიყო. საკრებულოში შეიცვალა იურიდიულ საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი. ყოფილი უფროსი გადაყვანილია გამგებლის მოადგილედ. შეიცვალა სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ყოფილი თავმჯდომარე კი გადაყვანილია გამგებლის მოადგილედ.
2013-02-28 აბაშა - არჩევნებამდე იყო მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ დაიშალა. სანაცვლოდ შეიქმნა 5 ახალი ფრაქცია: „მოძრაობა ქართული ოცნება“ - 4 წევრი; „აბაშელი დემოკრატები“ - 4 წევრი; „მაჟორიტარები“ - 4 წევრი; „რეფორმატორები“ - 7 წევრი; „ დემოკრატიული საქართველო“ - 6 წევრი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე