საკადრო ცვლილებები ფოთის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 აპრილში თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და შესყიდვების და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის და სპეციალისტის 5 სხვადასხვა პოზიციაზე დაინიშნენ მოვალოების შემსრულებლები.
საკრებულოში განხორციელდა შიდა გადაადგილებები და ერთი სპეციალისტი გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.
შ.პ.ს.” ინფრასტრუქტურა 2008”-დან, რომელიც 100% სახელმწიფო წილის მქონე საწარმოა, გათავისუფლდა 102 ადამიანი. როგორც შპს-ს იურისტმა განაცხადა, გათავისუფლება გამოიწვია ფინანსურმა პრობლემებმა.
2013-05-31 მაისში საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 4 საჯარო მოხელე. კერძოდ, მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის საზოგადოებრივი მომსახურებების განყოფილების უფროსი, მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
მოვალეობის შემსრულებლები დაინიშნენ მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის და ამავე სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე.
2013-02-28 ფოთის მერიიდან თებერვალში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 4 თანამშრომელი. კერძოდ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი (მაშველი), სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეციალისტი (მძღოლი), ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსი, შპს ,,ინფრასტრუქტურა 2008“-ის დირექტორი. კონკურსის წესით მოხელის დანიშვნამდე ორ პოზიციაზე დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლები, კერძოდ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი (მძღოლი) და შპს ,,ინფრასტრუქტურა 2008“-ის დირექტორი.
2013-02-28 თვითმმართველი ქალაქის ფოთის საკრებულოს აპარატის არცერთი საჯარო მოხელე არ გათავისუფლებულა თანამდებობიდან.
ააიპ-ებიდან გათავისუფლდა 14 თანამშრომელი. მათ შორის 7 პირადი განცხადების საფუძველზე.
საკრებულოს აპარატში დაინიშნა 2 პირი მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ააიპ-ებში მიღებულ იქნა 13 პირი.
თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერიიდან 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 4 პირი პირადი განცხადების საფუძველზე. დაინიშნა 4 პირი დროებით მოვალეობის შემსრულებლებად.