საკადრო ცვლილებები ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში და გამგეობაში
2013-04-27 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან/საკრებულოდან და გამგეობისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 34 თანამშრომელი. მათ შორის გამგეობის 2 თანამშრომელი, 2 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, 2 საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ხოლო 28 თანამშრომელი – გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურებიდან. აქედან პირადი განცხადებით გათავისუფლდა 33 მოხელე, 1 მოხელე - გარდაცვალების საფუძველზე, ხოლო ერთი დისციპლინარული გადაცდომის გამო.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინიშნა 29 პირი, აქედან 5 თანამშრომელი შტატგარეშე (შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე) მოსამსახურე; 30 თანამშრომელი დაინიშნა გამგეობის დაქვემდებარებულ სამსახურებში, ხოლო – 6 თანამშრომელი გამგეობაში.
2013-02-28 ხაშურში გათავისუფლებულია გამგებელის სამი მოადგილე, სამსახურის უფროსი, სპეციალისტები და მძღოლი. ხაშურის ტერიტორიული ორგანოს 13-ვე რწმუნებულებმა დაწერა პირადი განცხადება გათავისუფლების შესახებ. ახალი რწმუნებულები კი სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ. ხაშურში შეიქმნა საკონკურსო კომისია ახალი თანამშრომლების ასაყვანად და ჩატარდა ტესტირებები.