საკადრო ცვლილებები ტყიბულის მუნიციპალიტეტში
2013-03-31 ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 4 საჯარო მოსამსახურე. ამასთან 01 მარტს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ყველა თემის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, გარდა სოჩხეთის ტერიტორიული ორგანოსი. პორადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული 2 აიპის ხელმძღვანელი. გამგეობაში თანამდებობაზე დაინიშნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზემოაღნიშნულ საჯარო მოსამსახურეების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი არ გამოცხადებულა.
2013-02-28 ტყიბულში გამგეობიდან გათავისუფლებული იქნა 3 თანამშრომელი: სოფ. მუხურის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი, გამგებლის მოადგილე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ასევე ბაღების გაერთიანების უფროსი. თებერვალში კი 5 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დაწერა განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ. ოფიციალურად მითითებული აქვთ პირადი სურვილი. 5 თებერვალს პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან განთავისუფლებული იქნა აიპ. ტყიბულის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი; 6 თებერვალს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი, ხოლო 19 თებერვალს - აიპ. ტყიბულის სპორტკომპლექსის დირექტორი.
2013-02-28 ტყიბულის საკრებულო შედგება 20 წევრისაგან. არჩევნების შემდეგ შეიქმნა ახალი ფრაქცია „ერთობა“ ამჟამად არის 3 ფრაქცია: „ერთობა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მაჟორიტარები.

ინციდენტის გაზიარება

FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე