საკადრო ცვლილებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-05-31 მარტში გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 3 თანამშრომელი: ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი, ქალაქის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი და ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2013-02-28 ზესტაფონში მიღებული წერილის თანახმად გამგეობიდან გათავისუფლებულია 16 თანამშრომელი: გამგებლის მოადგილე, გამგებლის თანაშემწე, 8 სამსახურის უფროსი, 5 მთავარი სპეციალისტი და ზესტაფონის ტერიტორიული ორგანოსრწმუნებული. ასევე შეიცვალა კულტურისა და შემოქმედებითი ცენტრის ხელმძღვანელი, სპორტული სკოლის დირექტორი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი და სამხატვრო სკოლის დირექტორი.
2013-02-28 ზესტაფონის საკრებულო შედგება 28 წევრისაგან. არჩევნებამდე იყო 3 ფრაქცია, ამჟამად არის 7: „პროგრესული ზესტაფონი“- 3, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 9, „მაჟორიტარი“-3 დაემატა შემდეგი ფრაქციები: „რეფორმატორი“ -3, „აღმშენებლობა და განვითარება“ -3, „ალტერნეტივა“-3 და „ზესტაფონი“ -4. ყველა ახალი ფრაქცია შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე.
2013-03-21 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 11 თებერვლის პერიოდში "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად სამსახურიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2 თანამშრომელი, ხოლო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე საკუთარი განცხადების საფუძველზე გამგეობის 13 თანამშრომელი გათავისუფლდა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან არცერთი მოსამსახურე არ გათავისუფლებულა. საკრებულოს აპარატში დაინიშნა 4 მოსამსახურე, რომელთა დანიშვნაზე კონკურსი არ ჩატარებულა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე