მარტვილის გამგეობის შენობაში შეჭრა და ერთთვიანი პიკეტირება
2012-12-19 26 ნოემბერს მარტვილის თვითმმართველობის შენობასთან შეიკრიბა ადგილობრივი მოსახლეობა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც გამგებლის - მამუკა დანელიას და საკრებულოს თავმჯდომარის - ზაალ გოროზიას მიერ თანამდებობის დატოვებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით მოქალაქეები გამგეობის შენობაში შეიჭრნენ, რამაც გამგეობის მუშაობის პარალიზება და ინვენტარის ნაწილის დაზიანება გამოიწვია. შენობის პირველ სართულზე ჩაიმსხვრა მინები, ხოლო გამგებლის სავარძელი მოქალაქეებმა გამგეობის შენობიდან გადმოაგდეს. აქციის მონაწილეების მიერ შენობის დატოვება პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა. მოშიმშლეები ისევ განაგრძობენ საპროტესტო აქციას. მართალია შიმშლობა შეწყვიტეს, მაგრამ სამსახური კვლავ პარალიზებულია და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს. 19 დეკემბერს კი მარტვილის რაიონის გამგეობის შენობის თითქმის ერთთვიანი პიკეტირება დასრულდა. აქციის ორგანიზატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შედგა. შეთანხმების საფუძველზე, ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე