საკადრო ცვლილებები საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-05-31 საკრებულოში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 2 თანამდებობის პირი: სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ჰუმანიტარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
2013-02-28 საჩხერის მუნიციპალიტეტში 23 პირია გათავისუფლებული. საკადრო ცვლილებები განხორციელდა გამგეობასა და საკრებულოში. 30 ოქტომბერს საჩხერის 13 თემიდან 12 თემის რწმუნებულმა დაწერა განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ. ცვლილება არ შეეხო მხოლოდ საირხის თემის რწმუნებულს, რადგან სხვა რწმუნებულების თქმით, ის კოალიციასთან დაახლოებული პირია. თუმცა მას ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს დაუმთავრდა და აღარ გაუგრძელდა. გამგეობიდან მიღებული წერილის მიხედვით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულია ტერიტორიული ორგანოს 3 სპეციალისტი, გამგებლის მოადგილე, ორი სამსახურის უფროსი და ორი სპეციალისტი. საკრებულოში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ორი კომისიის თავმჯდომარე.
2013-02-28 საჩხერის საკრებულო შედგება 22 წევრისაგან, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა 4 ფრაქციად: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 3 წევრი, „ქართული ოცნება“ – 12 წევრი, „მაჟორიტარები“ – 4 წევრი და „საჩხერე“ – 3 წევრი.
2013-02-10 საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლებული იქნა მხოლოდ ერთი საჯარო მოსამსახურე-(საფუძველი -დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა). საჩხერის საკრებულის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის აიპ საჩხერის სასპორტო სკოლიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ამ სკოლის 11 (თერთმეტი) თანამშრომელი. აგრეთვე, სხვა 3 აიპი-დან გათავისუფლებულ იქნა თითო-თითო თანამშრომელი. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ ააიპ-ში დანიშნულ იქნა 10 (ათი) თანამშრომელი. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 10 თებერვლამდე გათავისუფლდა 26 თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო 3 ადამიანი გათავისუფლდა შრომის დისციპლინის უხეში დარღვევებისა და სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საჩხერის მუნიციპალიტეტში შეიცვალა ტერიტორიული ორგანოს ყველა ხელმძღვანელი. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 10 თებერვლამდე სულ დანიშნულია 34 ადამიანი. აღნიშნული პირები დანიშნულნი არიან დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად. შესაბამისად კონკურსი არ ჩატარებულა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე