საკადრო ცვლილებები ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-02-28 შეიცვალა სოფელ სალხინოს თემის რწმუნებულიც. მის ნაცვლად დაბრუნდა ძველი რწმუნებული, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაითხოვეს.
2013-02-28 ვანის საკრებულო შედგება 30 წევრისაგან ფრაქციებში ცვლილებები არ განხორციელებულა
2013-02-07 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 07 თებერვლის ჩათვლით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლებულ იქნა საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - პირადი განცხადების საფუძველზე. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 07 თებერვლის ჩათვლით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული აიპი-დან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 10-მდე თანამშრომელი. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულ იქნა 2 თანამშრომელი ერთი გარდაცვალებისა და ერთიც პირადი განცხადების საფუძველზე (საცხოვრებელი ადგილის შეცვლა). ვანის საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნოს საჯარო მოსამსახურეს (საფუძველი: საჯარო სამსახრის შესახებ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტი "ბ" ქვეპუნქტი და 5-ე მუხლი). საკრებულოს მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებში დაინიშნა 18 თანამშრომელი. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებსა და სტრუქტურებში დანიშნულ იქნა 2 (ორი) საჯარო მოსამსახურე დროებით მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის გამოცხადებამდე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე