საკადრო ცვლილებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-07-25 აპრილში გამგეობიდან გათავისუფლებულ იქნა 6 თანამშრომელი: ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და სპეციალისტები. მაისში კი გამგეობიდან გათავისუფლდა 7 თანამშრომელი: გამგებლის მოადგილე, ტერიტორიული ორგანოს 4 სპეციალისტი, მძღოლი და მეხანძრე.
2013-05-31 მარტში გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 22 თანამშრომელი: გამგებლის მოადგილე, მთავარი სპეციალისტი, 13 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და 7 ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი. უნდა აღინიშნოს, რომ რწმუნებულებს შესთავაზეს მათსავე ტერიტორიულ ორგანოში თანაშემწეებად ან სპეციალისტებად მუშაობა. ათი მათგანი დათანხმდა შეთავაზებას. რაც შეეხებათ ახალ თანამშრომლებს, გამგებლის განმარტებით, კონკურსის გამოცხადებამდე ისინი დროებით მოვალეობის შემსრულებელად არიან დანიშნული.
2013-02-28 ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა 5 თანამშრომელი: გამგებლის თანაშემწე, სპეციალისტები და ორი რწმუნებული. თებერვალში საკრებულოსა და გამგეობაში მოხდა შიდა გადაადგილებები და გათავისუფლდა გამგებლის მოადგილე. ასევე დათხოვილ იქნა საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ დირექტორი. 25 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია,რომ 20-ვე სოფლის რწმუნებულიც იქნა გათავისუფლებული.
2013-02-28 ხარაგაულის საკრებულო შედგება 30 წევრისაგან. არჩევნების შემდეგ დაიშალა ფრაქცია „ქრისტიან - დემოკრატები“ და წარმოიქმნა „ხარაგაული - ქართული ოცნება“ – 3 წევრი. „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ იგივე შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას.
2013-02-14 საკრებულოს მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებში გათავისუფლდა 8 თანამშრომელი, აქედან 2 პირი პირადი განცხადების საფუძველზე, 1-ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 1- გარდაცვალების, ხოლო 5 მათგანს შეუწყდა შრომითი კონტრაქტი. საკრებულოს მიერ დაფუძნებულ ააიპ-ში დაინიშნა 19 თანამშრომელი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 8 საჯარო მოსამსახურე, აქედან 5 პირადი განცხადების საფუძველზე. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 07 თებერვლამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 8საჯარო მოსამსახურე, აქედან 5 გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ხოლო ორ თანამშრომელთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 7 თებერვლის ჩათვლით დაინიშნა 5 საჯარო მოსამსახურე და აქედან არცერთი დანიშნული არ არის მოვალეობის შემსრულებლად და არცერთი არ დანიშნულა კონკურსის წესით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე