საკადრო ცვლილებები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-05-31 გამგეობიდან მარტში გათავისუფლდა 3 თანამშრომელი: ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი.
15 მარტს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გაბრიჭიძე.
2013-02-28 თერჯოლის საკრებულო შედგება 27 წევრისაგან. არჩევნების შემდეგ არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა. ამჯერადაც არის 2 ფრაქცია მაჟორიტარები - 7 წევრი და „ნაციონალური მოძრაობა“ - 13 წევრით.
2013-02-14 1 ოქტომბრიდან 7 თებერვლის მდგომარეობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლდა მხოლოდ ერთი საჯარო მოსამსახურე - მურმან სვინტრაძე პირადი განცხადების საფუძველზე. 1 ოქტომბრიდან 14 თებერვლის მდგომარეობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 2 საჯარო მოსამსახურე საკუთარი განცხადების საფუძველზე. 10 ოქტომბრიდან 14 თებერვლის ჩათვლით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ ადგილებზე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 8 საჯარო მოსამსახურე.