საკადრო ცვლილებები ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-04-29 ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა -24 პირი(მათ შორის გამგებლის 2 მოადგილე)პირადი განცხადების საფუძველზე. 43 ადამიანი კონკურსის გარეშე დაინიშნა დროებით მოვალეობის შემსრულებლად. მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე პერიოდში დამატებით არ ყოფილა მიღებული არც ერთი თანამშრომელი. საკრებულოს მიერ დაფუძნებული ააიპებიდან - გათავისუფლდა 12 და დაინიშნა 38 პირი.
2013-02-28 ბორჯომის გამგეობიდან 4 პირი გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე: გამგებლის ორი მოადგილე, სამსახურის უფროსი და სპეციალისტი. ბორჯომის რაიონში არსებული 11 ტერიტორიული ორგანოდან ხუთის რწმუნებული შეიცვალა.ბორჯომში შეიქმნა საკონკურსო კომისია, ვინაიდან სათანადო თანამდებობის დაკავების მიზნით საკონკურსო ეტაპის გავლა ყველა თანამშრომელს მოუწევს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე