საკადრო ცვლილებები ახალციხის მუნიციპალიტეტში
2013-07-25 მაისში გამგეობაში გათავისულფდა 3 თანამშრომელი: გამგებლის მოადგილე, სპეციალისტი და რწმუნებულის სპეციალისტი. მათ ადგილას იმავე დღეს დაინიშნა ახალი კადრები. საკრებულოში კი შეიცვალა ხელშეკრულებით აყვანილი ერთი სპეციალისტი.
2013-05-31 მარტში ახალციხის საბავშვო-ბაღებში დაინიშნა 37 თანამშრომელი, ხოლო აპრილში დამატებით 23 თანამშრომელი. პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა გუბერნატორის მოადგილე და მის ნაცვლად დაინიშნა ახალი მოადგილე. მარტში ააიპ „ახალციხის ციხის“ დირექტორად დაინიშნა გუჯა ბიჭაშვილი. აღნიშნულ პოსტზე ვაკანსია არ გამოცხადებულა.
2013-02-28 ახალციხის გამგეობაში გათავისუფლდა 14 პირი. ძირითადად, გამგებლის მოადგილეები, გამგეობის სპეციალისტები და სამსახურის უფროსები. საკრებულოდან ერთი სპეციალისტია დათხოვილი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. მუნიციპალიტეტში ასევე შეიცვალა ტერიტორიული ორგანოს 21 რწმუნებულებიც. თანამდებობა დატოვა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა. შეიცვალა ააიპ „ახალციხის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელიც. საბავშვო-ბაღებში კი ახალი თანამშრომლების მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. 2013 წლის 1 მარტს კი აყვანილ იქნა საბავშვო ბაღის 37 ახალი თანამშრომელი. თებერვლის დასაწყისში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა შპს. მელიორაციის დირექტორი ვასილ ივანიძე.
2013-04-29 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დაინიშნა 2 ადამიანი. ააიპებში გათავისუფლდა 2, დაინიშნა 3 საჯარო მოხელე. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ გამოცხადებულა კონკურსი საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გამგეობაში გათავისუფლდა 26 ადამიანი. დაინიშნა 31 საჯარო მოხელე, მათ შორის გამგებელი და მისი 3 მოადგილე. გათავისუფლება მოხდა საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ 95-ე მუხლის საფუძველზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე