საკადრო ცვლილებები ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში
2013-02-28 ადიგენში გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ორი თანამშრომელი. ერთი შტატი გაუქმდა და მეორეზე დაინიშნა ახალი თანამშრომელი. საკადრო ცვლილებები არ შეხებია რწმუნებულებს. თებერვლის თვეში გამგეობიდან დამატებით 4 თანამშრომელია დათხოვილი, მათ შორის სამი შტატების შემცირების გამო.
2013-02-14 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 1 პირი. ააიპებიდან გათავისუფლდა 4 და დაინიშნა 7 პირი. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 14 თებერვლამდე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის საფუძველზე გათავისუფლდა 5 პირი (1 - პირადი განცხადების საფუძლვეზე; 3 მათგანი დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებში ხელშეკრულებით აიყვანეს 1 პირი. შესაბამისად არც ერთი პირი არ დანიშნულა მოვალეობის შემსრულებლად და არც კონკურსი ჩატარებულა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე