საკადრო ცვლილებები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში
2013-07-25 აპრილში საკრებულოდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 12 თანამშრომელი: 1 განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 6 სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი, დამხმარე მუშაკი და 5 ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი.
2013-05-31 მარტში შეიცვალა 3 თემის: ხიდიკარის, ხვანჭკარის და ჭრებალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. განცხადება 6 რწმუნებულსაც აქვს დაწერილი, თუმცა ჯერ არ არის დაკმაყოფილებული. ისინი აცხადებენ, რომ ამოწურეს საკუთარი შესაძლებლობები აღნიშნულ თანამდებობაზე.
სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა ყოფილმა გამგებელმა ლევან ჯმუხაძემ. ყველა ახლადდანიშნული პიროვნება არის დროებით მოვალეობის შემსრულებლები.
2013-02-28 ამბროლაურში 2013 წლის 3 იანვარს გამგეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ლიკვიდაცია მოხდა. შესაბამისად, სამსახურის 3 თანამშრომელი იქნა გათავისუფლებული.
2013-02-28 ამბროლაურის საკრებულო შედგება 27 წევრისა და 6 ფრაქციისგან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 6 წევრი, „ნაციონალური მოძრაობა - ამბროლაური - 3 წევრი, „ მაჟორიტარები“ – 5 წევრი, „ერთობა“ – 3 წევრი (იგივე ნაციონალები) „უმცირესობა“ – 3 წევრი და „თავისუფლება“. რამოდენიმე წევრი გამოეყო ფრაქციებს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ერთობა“.
2013-04-29 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 6 თანამშრომელი. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული 5 სპეციალისტი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, სამართლებრივი საფუძველი შრომითი ხეკშეკრულების ვადის გასვლა.
ამბროლაური გამგეობაში დაინიშნა 6 თანამშრომელი მოვალეობის შემსრულებლებად. საჯარო მოხელის თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა არ ყოფილა გამოყენებული.