საკადრო ცვლილებები ცაგერის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 მარტში გამგეობიდან გათავისუფლდა 3 თანამშრომელი. შტატის შემცირების მიზეზით გათავისუფლდა ოყურეშის ტერიტორიული ორგანოს ერთ სპეციალისტი, ხოლო მეორე სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზად დასახელდა თანამდებობრივი შეუთავსებლობა. საირმის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა კი პირადი განცხადებით დატოვა სამსახური.
საირმის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გათავისუფლების მიზეზად პირადი განცხადება დასახელდა. რეალურად კი მას შესთავაზეს, იმავე თემში სპეციალისტად გადასვლა, რაზედაც უარი განაცხადა. მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი.
2013-02-28 ცაგერის გამგეობაში შეიცვალა 11 თანამშრომელი რამდენიმე მიზეზით: შტატების შემცირება, ძველი თანამშრომელბის აღდგენა, მათ გარდა კიდევ შეიცვალა 2 სოფლის რწმუნებული. სამი სოფლის რწმუნებულმა, რომელებიც თვლიდნენ, რომ არჩევნებამდე უკანონოდ იყვნენ გათავისუფლებულები სასამართლოს ძალით დაიბრუნეს თანამდებობები.
2013-02-28 ცაგერის საკრებულო შედგება 25 წევრისაგან. ფრაქციებში განხორციელდა ცვლილებები. ამჟამად არის 5 ფრაქცია: „ერთიანი ლეჩხუმისათვის“ – 3 წევრი, „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ – 3 წევრი, „ ერთობა“ – 3 წევრი , „მაჟორიტარები“ – 4 წევრი, „მამული“ (ყოფ. ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“) – 12 წევრი.
2013-04-29 ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თანამდებობიდნ განთავისუფლდა 51 კაცი, რომელთაგან 48 აყვანილი იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (შტატგარეშე) 2012 წლის 1-ლი ივლისიდან 31 დეკემბრამდე (გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 94-ე მუხლი, სამსახურის ვადის გასვლის გამო) დარჩენილი 3 თანამშრომელი გათავისუფლდა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი განცხადების საფუძველზე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინიშნა 30 თანამშრომელი, ყველა მათგანი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის გამოცხადებამდე.