საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით სენაკში
2012-12-20 20 დეკემბერს საზოგადოება "სენაკელები"-ს საინიციატივო ჯგუფმა, გამგებელ თენგიზ ადამიას გადადგომის მოთხოვნით, საკრებულოს წინ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სენაკის გამგებლის კანდიდატად კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, გოჩა ბოკუჩავას უჭერენ მხარს. "სენაკელებმა" საკრებულოს ერთკვირიანი ვადა მისცეს და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციების გამართვას გეგმავენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე