გამგებლის ცვლილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
2012-12-03 3 დეკემბერს ყაზბეგის გამგებელმა, დავით ღუდუშაურმა, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. იგი გამგებლის მოვალეობას 13 ივლისიდან ასრულებდა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა გამგებელმა ვიქტორ სუჯაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 8 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით კონკურსის გამოცხადებამდე, გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, სტეფანწმინდაში "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი, შალვა ელოშვილი დაინიშნა.