საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ყაზბეგში
2013-01-24 ოჯახური პირობების გამო თანამდებობა დატოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ხუციშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე „ერთიანი ნაიცონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩქარეული ასრულებდა.
24 იანვარს ყაზბეგის რაიონის საკრებულოში თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა საკრებულოს 2 წევრს, არჩილ სუჯაშვილსა და ზაზა ალიბეგაშვილს ჰქონდა წარდგენილი. სხდომაზე დამსწრე 16 წევრიდან ერთ-ერთ კანდიდატს, ზაზა ალიბეგაშვილს დამსწრეთა სრულმა უმრავლესობამ, 12 წევრმა დაუჭირა მხარი.