"თეთრი მანდილის" მიერ გამართული საპროტესტო აქცია ზუგდიდში
2012-12-17 11 დეკემბერს ზუგდიდში საზოგადოებრივი მოძრაობა "თეთრი მანდილის" წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ნებაყოფლობით გადადგომის მოთხოვნა იყო. შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. 17 დეკემბერს კი საკრებულოს შენობის წინ სამოქალაქო საზოგადოება „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თანამდებობებს არ დატოვებენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.