ვანის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება
2012-12-27 27 დეკემბერს პროკურატურამ კაკაბაძეს ახალი ბრალი წაუყენა. მას საჯარო მოხელეების წაქეზება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედება ბრალად. დავით კაკაბაძემ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკითხეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-341-ე მუხლით (დოკუმენტაციის გაყალბება) მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2012-12-07 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე დააკავეს. 9 დეკემებრს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დავით კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 13 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ვანის სასკრებულოს თავმჯდომარე წინასაარჩევნო პერიოდში ჩხუბის გამო დააკავეს. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ვანის ოფისში მისულ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის ცემას. 13 დეკემბერს დავით კაკაბაძეს სასამართლომ გირაო 7 000 ლარამდე შეუმცირა, თუმცა ბრალდების მხარე კაკაბაძისათვის გირაოს ოდენობის 15 000 ლარამდე გაზრდას ითხოვდა.