საპროტესტო აქციები ადიგენში
2012-12-13 13 დეკემბერს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ”ქართული ოცნების” წევრების ნაწილი და სოფელ მლაშეს მცხოვრებლები გამგებლობის კანდიდატის, ლევან ლობჟანიძის, მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ორი კვირის განმავლობაში ”ქართული ოცნების” აქტივისტების ნაწილი ადიგენის გამგეობასთან პერიოდულად აქციებს მართავდა და გამგებლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დანიშვნას ითხოვდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს სიმონ პარუნაშვილს, რომელსაც ეს პოსტი 2009 წლიდან უკავია, გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. პარუნაშვილის განცხადებით, იგი გადაგომას საკუთარი სურვილით არ აპირებს. ”ქართული ოცნების” აქტივისტების მეორე ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე მამუკა კუხალაშვილის დანიშვნას ემხრობა. 17 დეკემებრს კი ადიგენში ინა კაპანაძის კანდიდატურის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე