გამგებლის ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტში
2012-11-13 2013 წლის 13 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდეობაზე მალხაზ დავითაშვილი დაინიშნა. საპარლამენტო არჩევნებში დავითაშვილი „ქართული ოცნების“ თიანეთის შტაბს ხელმძღვანელობდა. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებების მიღება 25 ოქტომბერს დაიწყო და 6 ნოემბერს დასრულდა. გამგებლის თანამდებობის დაკავების მსურველი 79 კანდიდატიდან საკრებულოს შესაბამის კომისიაში გასაუბრებაზე მხოლოდ მალხაზ დავითაშვილი გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ვაკანტური 2012 წლის აგვისტოდან გახდა. ყოფილი გამგებელი გიორგი აბაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე