გამგებლის ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტში
2012-12-13 6 დეკემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესიკ ზანდარაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
13 დეკემბერს კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნებიდან“ ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ლომიძის განცხადებით, ყვარლის გამგებლის თანამდებობაზე ბიურომ მხოლოდ ორი კანდიდატი წარადგინა. საკრებულოს ოცივე დეპუტატმა მხარი ქევხიშვილის კანიდატურას დაუჭირა.
24 მარტს საკონკურსო კომისიის მიერ განცხადებების მიღება დასრულდა. ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადება სულ 118 კანდიდატმა შეიტანა, მათგან 9 შეირჩა მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად.
16 აპრილს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის მესამე ეტაპზე 6 კანდიდატიდან მხოლოდ დავით ქევხიშვილი გადავიდა. 18 აპრილს გაიმართა საკონკურსო კომისიის მომდევნო სხდომა. კომისიის გადაწყვეტილებით დავით ქევხიშვილის კანდიდატურა წარედგინება საკრებულოს.