საპროტესტო აქციები გურჯაანის მუნიციპალიტეტში
2012-12-07 გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 7 დეკემბერს დანიშნული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტების ერთი ნაწილის ჩარევით. კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტების ერთმა ნაწილმა მიხეილ ფურცელაძის ხელმძღვანელობით,რომელიც თავის კანდიდატურას გამგებლად აყენებდა, ავთანდილ ზარდიაშვილი და ჯონი ოსიაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში დაადანაშაულა და გამგეობასთან პერმანენტული აქციებიც გამართა.