საპროტესტო აქციები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
2013-01-17 2013 წლის იანვარში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა დღის 3 საათამდე პიკეტირებული ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას. ისინი მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების” კანდიდატით შეცვლას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე და დანიშნული გამგებელი წლების განმავლობაში ხალხისთვის არაფერს აკეთებდნენ, უფრო მეტიც, ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მათზე დაშინება და ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა მხარი არ დაეჭირათ ქართული ოცნებისთვის.