საპროტესტო აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტში
2012-12-31 2012 წლის 23 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე და 2012 წლის 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა იყო პიკეტირებული. ამ პერიოდში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო არ ფუნქციონირებდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, აღნიშნული აქციის შესახებ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა.