საპროტესტო აქციები კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
2013-01-23 დაპირისპირება მოხდა კასპის მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელს ოლეგ იაძესა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.რაც განპირობებული იყო გამგებლის დაპირებების შეუსრულებლობით. კერძოდ ოლეგ იაძემ რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნა თინა გახელაძეს, დებს ნინო და ნელი მამასახლისებს დაპირდა. 2013 წლის 15 იანვარს ქალბატონებმა აქცია მოაწყეს კასპის გამგეობის შენობის წინ და გამგებლის გადადგომა მოითხოვეს. მათ შიმშილობა დაიწყეს გამგეობის შენობაში. უკვე 16 იანვარს, დილით ინციდენტს ჰქონდა ადგილი. დაახლოებით 8.30 - 9.00 საათის განმავლობაში, როდესაც გამგეობის შენობაში მხოლოდ ორი ქალბატონი ნინო მამასახლისი და თინა გახელაძე იმყოფებოდნენ, მათ იძულებით და ფიზიკური შეურაცხყოფით დაატოვებინს შენობა. მომდევნო დღეებში აქციის მონაწილეებმა შიმშილობა გააგრძელეს კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის ბიუროში. 18 იანვარს პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ მათ შეწყვიტეს შიმშილობა, თუმცა გამგებლის გადადგომის მოთხოვნა კვლავ ძალაში დარჩა.
2013 წლის 23 იანვარს კასპის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ სოფელ აღაიანის “ქართული ოცნების” 40-მდე აქტივისტი, რომლებიც აპროტესტებდნენ სოფელში სასმელი წყლის სისტემის არ არსებობას. აღნიშნული საკითხის განხილვისას აზრთა შეუთანხმებლობის გამო აქტივისტებმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართეს, რომ თუ არ შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა მაშინ არც საკრებულოს თამვმჯდომარე არ უნდა იყოს. სოფელ აღაიანის დეპუტატმა სცადა ერთ-ერთი აქტივისტის გაყვანა ოთახიდან, რასაც დანარჩენი აქტივისტების წინააღმდეგობა მოჰყვა და დაიწყო ჩხუბი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებულია “ქართული ოცნების” აქტივისტი ვახტანგ პაპაშვილი.
2013-01-15 15 იანვარს გამგებლის გადადგომის მოთხოვნით, რამდენიმე ქალბატონმა გამგეობის შენობაში უვადო შიმშილობა დაიწყო. ყოფილი თანაგუნდელები გამგებელ ოლეგ იაძეს საკადრო პოლიტიკის გამო დაუპირისპირდნენ. 16 იანვარს სამართალდამცველებმა მოშიმშილეებს კასპის გამგეობის შენობა დაატოვებინეს. 18 იანვარს კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის ბიუროში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
ოლეგ იაძის განცხადებით ამ ყველაფრის უკან იდგა ირაკლი ალასანიას ნათესავი გიორგი ბესტავაშვილი, რომელიც ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებისთვის სამჯერ იყო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული. ამ ბრალდების საპასუხოდ გიორგი ბესტავაშვილმა სასამართლოში იაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
22 იანვარს დეპუტატ დავით ონოფრიშვილსა და ქალბატონებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა.