ზეწოლის ფაქტები დმანისის მუნიციპალიტეტში
2012-12-14 დმანისის მუნიციპალიტეტში მასიურად მოხდა საჯარო მოხელეთა დათხოვნა პირადი განცხადების საფუძველზე. საიას წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა სხვადასხვა ფორმით.
2012 წლის 14 დეკემბრის დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობიდან გადადგა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაკურ მგელაძე. ბაკურ მგელაძემ საიას თანმშრომელთან საუბარში დაადასტურა, რომ მას ზეწოლით დააწერინეს განცხადება, რაც მისი განმარტებით განხორციელდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის კახა ოქრიაშვილის მითითებით.