ზეწოლის ფაქტები გურჯაანის მუნიციპალიტეტში
2012-11-15 2012 წლის ნოემბერში პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქრო იაგანაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადების დაწერას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აიძულებდნენ. თუ არ გადადგებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში ზაქარია იაგანაშვილს დაემუქრნენ,რომ მის მეგობრებს დააპატიმრებდნენ.